ქართული ოცნებიდან დეპუტატების წასვლას პარლამენტის თავმჯდომარე არჩევანის ეთერიდან ეხმაურება.
ირაკლი კობახიძის თქმით, ოცნების ყოფილი წევრები სუბიექტური ინტერესების შესაბამისად მოქმედებდნენ, რაც გუნდის დატოვების მიზეზი გახდა.
პარლამენტის თავმჯდომარე არ აკონკრეტებს, რა კერძო ინტერესები ჰქონდა მის ყოფილ თანაგუნდელებს.
„ზოგადი მიზეზი არის რა, რომ ადამიანი უნდა მოქმედებდეს გუნდის და საზოგადოების ინტერესების შესაბამისად... იყო რამდენიმე ადამიანი ქართულ ოცნებაში, რომელიც ხელმძღვანელობდა არა ობიექტური ინტერესებით, საზოგადო ინტერესებით, არამედ სუბიექტური ინტერესებით,“ - ამბობს ირაკლი კობახიძე.
კობახიძის თქმით, ოცნების ყოფილი წევრები „მძიმე, რთულ ემოციურ მდგომარეობაში“ არიან.
პარლამენტის თავმჯდომარისთვის მიუღებელია ის, რომ თითქოს ე.წ. ძველი გვარდია ოცნებას ტოვებს.
„საპარლამენტო გუნდში დღეს წარმოდგენილია 107 დეპუტატი, საიდანაც ძალიან დიდი ნაწილი არის ძველი გვარდია და ისინი ხელმძღვანელობენ გუნდის, საზოგადო ინტერესებით,“ - ამბობს კობახიძე.