19 ნოემბერი 2024,   09:27
ვრცლად
ჩატი გამოიყენება მხოლოდ უმრავლესობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახსენებლად - ირაკლი კობახიძე

პარლამენტის თავმჯდომარე პარტიიდან დემარშით წასული ყოფილი თანაპარტიელების ბრალდებებს გადაცემა არჩევანის ეთერეში პასუხობს.

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ოცნების ყოფილი წევრების განცხადებები, თითქოს, პარტიაში არ არსებობდა კომუნიკაცია, არ შეესაბამება სინამდვილეს. რაც შეეხება კიდევ ერთ ბრალდებას, რომ პარტია იმართება ჩატის მეშვეობით, სადაც კონკრეტულ მითითებებს იღებენ უმრავლესობის წევრები, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ჩატში ხდება მხოლოდ იმ გადაწყვეტილებების კიდევ ერთხელ შეხსენება, რომლებზეც გადაწყვეტილებები უმრავლესობის სხდომებზე მიიღება.

„ჩემი კაბინეტის კარი იყო ყოველთვის ღია ნებისმიერი დეპუტატისთვის და დღემდე ასეა. ნებისმიერი დეპუტატი ამას დაადასტურებს. როდესაც არის თხოვნა კომუნიკაციასთან დაკავშირებით, არანაირი პრობლემა არ არსებობს. რაც შეეხება ჩატს, გადაწყვეტილება მიიღება რაღაც ფორმით უმრავლესობაში და, როდესაც მიიღება ხოლმე გადაწყვეტილებები, ამ შემთხვევაში ბუნებრივია, ჩატი დამატებით გამოიყენება, რომ ეს მსჯელობის შედეგი შევახსენოთ უმრავლესობის წევრებს,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, რატომ ხდება ის მუდმივად ყოფილი თანაპარტიელების კრიტიკის ობიექტი, ირაკლი კობახიძის თქმით, ის იცავს პარტიის ინტერესებს და შესაბამისად მას აკრიტიკებენ.

„რატომ ვიყავი მე რამდენიმე ადამიანის თავდასხმების ობიექტი? პასუხი არის მარტივი, მე ვარ პასუხისმგებელი გუნდის ინტერესები დაცვაზე. თუ მათ ჰქონდათ წინააღდმეგობა გუნდის ინტერესებთან, მე ვხდებოდი ,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

დღის ამბები