19 ნოემბერი 2024,   09:17
ვრცლად
"ღარიბაშვილს აქვს ძალიან დიდი გამოცდილება, მათ შორის, პოლიტიკური კუთხით" - ირაკლი კობახიძე

ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას პარლამენტის თავმჯდომარე არჩევანის ეთერში ეხმაურება. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ღარიბაშვილის დაბრუნების მიზანს პარტიის გაძლიერება წარმოადგენს.

პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ პარტიის საბოლოო მიზანია, რომ ევროპული პარტია შექმნან.

„ირაკლი ღარიბაშვილს აქვს ძალიან დიდი გამოცდილება, მათ შორის, პოლიტიკური კუთხით, ზოგადი მენეჯერული გამოცდილება აქვს ძალიან დიდი, მანამდე, პოლიტიკამდე დაგროვილი, პოლიტიკაში დაუგროვდა ძალიან დიდი გამოცდილება,“ - ამბობს კობახიძე.

პარლამენტის თავმჯდომარე ღარიბაშვილის პოლიტიკაში ყოფნის პერიოდს დადებითად აფასებს და ამბობს, რომ მან შსს-ს დეპოლიტიზირება მოახდინა, რის შემდეგაც პრემიერის თანამდებობა დაიკავა.

"დემოკრატიულ გარდატეხას რაც შეეხება, ადამიანის უფლებების კუთხით, ბიზნესის თავისუფლების კუთხით, მართლმსაჯულება და ა.შ. ეს სისტემები ფუნდამენტურად შეიცვალა სწორედ პირველი წლების განმავლობაში და მათ შორის, ამ პერიოდის განმავლობაში პრემიერ-მინისტრი იყო ირაკლი ღარიბაშვილი," - განაცხადა კობახიძემ.

 

დღის ამბები