"ეს ჩემთვის იყო იმაზე ადრე ცნობილი, ვიდრე საბოლოო ჯამში ამის თაობაზე გაიგო საზოგადოებამ," - ეს განცხადება ირაკლი კობახიძემ ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ გააკეთა.
გადაცემა არჩევანში საუბრისას ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მან იცოდა იმის თაობაზე, რომ ღარიბაშვილი ბრუნდებოდა და ეს გადაწყვეტილება პარტიის თავმჯდომარესთან დისკუსიის შემდეგ იქნა მიღებული.
„ჩვენ გვქონდა განხილვა, რა თქმა უნდა, პირველ რიგში პარტიის თავმჯდომარე იყო ჩართული ამ მსჯელობაში. შედგა განხილვები და ეს ჩემთვის იყო იმაზე ადრე ცნობილი, ვიდრე საბოლოო ჯამში ამის თაობაზე გაიგო საზოგადოებამ,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.