09 ოქტომბერი 2024,   10:24
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილი ტელეკომაპნია "ინტერის" ეთერში უკრაინაში კორუცფიასთან ბრძოლაზე საუბრობს

დნეპრო-პეტროვსკის ოლქის გუბერნატორის პოსტიდან იგორ კოლო-მოისკის გადაყენება და უკრაინაში კორუფციის წინააღმდეგ დაწყებული ბრძოლა იყო ტელეკომპანია "ინტერის" ეთერში, პოპულარული პოლიტიკური თოქ–შოუს მთავარი თემა.

ევგენი კისილიოვის გადაცემაში ერთ–ერთ მთავარ სტუმრად საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიიწვიეს. მიხეილ სააკაშვილმა ეთერში საქართველოს გამოცდილებასა და უკრაინაში დაწყებული პროცესის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, ბოლო წლების განმავლობაში უკრაინაში ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ოლიგარქები იღებდნენ, ეს პრაქტიკა კი აუცილებლად უნდა შეიცვალოს.

სააკაშვილი უკრაინის ხელისუფლებას მოუწოდებს, შეცვალოს კანონები და მეტი შანსი მისცეს ახალგაზრდებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები