აფხაზეთის ომში უგზოუკვლოდ დაკარგული ჯარისკაცების ცხედრებს ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ. დღეს დილიდან სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა, რომელსაც პრეზიდენტი და მთავრობის წევრებიც ესწრებოდნენ.
1990-იანი წლების საომარი მოქმედებების დროს აფხაზეთში უგზოუკვლოდ დაკარგული 12 იდენტიფიცირებული პირის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენება რამდენიმე დღის წინ მოხერხდა. ცხედრები ექსპერტიზის შემდეგ დაკრძალეს.