17 ნოემბერი 2024,   13:42
ვრცლად
"გაიკითხონ ხალხში, რა სჭირდებათ ტაქსის მძღოლებს, რომლებიც არ აინტერესებთ არც კალაძეს, არც არავის" - ტაქსის მძღოლების საპროტესტო აქცია

ტაქსის მძღოლების საპროტესტო აქცია სადგურის მოედანზე. გაფიცვას ლეიბორისტული პარტიაც შეუერთდა.

მძღოლები მერიის მიერ მიღებული ახალი რეგულაციების შეცვლას მოითხოვენ, რაც პარკირების ადგილების შეზღუდვას და ტაქსების ფერის შეცვლას უკავშირდება.

„მოეწყო ტაქსისტების გამაფრთხილებელი გაფიცვა, რომლებიც აპროტესტებენ იმ უკანონო, მაფიოზურ რეგულაციებს, რომელიც მათ დაუწესა კალაძემ და რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ მათ ფულს აცინცლიან. ასევე აიძულებენ, თეთრად გადაღებონ საკუთარი ტაქსები. ჩვენი კატეგორიული მოთხოვნაა, რომ ეს უკანონო რეგულაციები გაუქმდეს,“ - განაცხადა საქართველოს ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკური მდივანმა, გიორგი გუგავამ.

აქციის მონაწილეები გადაწყვეტილების შესაცვლელად მერიას ვადას ოთხშაბათამდე აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.

„გამოვიდნენ გარეთ, დაათვალიერონ, გაიკითხონ ხალხში, რა სჭირდებათ ტაქსის მძღოლებს, რაშია პრობლემები, რომლებიც არ აინტერესებთ დღეს არც კალაძეს, არც არავის. მაგათ თავიანთი ინტერესები აქვთ, თავიანთი ინტერესებიდან გამომდინარე აკეთებენ ყოველივე ამას,“ - ამბობს აქციის მონაწილე.

დღის ამბები