19 აპრილი 2024,   15:16
ვრცლად
"ყვითელი ჟილეტების" აქციის მე-18 რაუნდი პოლიციასთან დაპირისპირებით მიმდინარეობს

ამ წუთებში პარიზის ცენტრში პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს. სამართალდამცველები დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლსა და ცრემლსადენ გაზს იყენებენ.

ე. წ. ყვითელი ჟილეტების მსვლელობა რამდენიმე საათის წინ მშვიდობიანად დაიწყო, ისინი პრეზიდენტის სასახლესთან აპირებდნენ შეკრებას, თუმცა, პოლიციამ აქტივისტები არ გაატარა. მომიტინგეებმა პოლიციის ავტომობილის გადაბრუნება სცადეს და ძალოვანებს ქვები დაუშინეს.

დღევანდელი აქცია ყვითელი ჟილეტების პროტესტის რიგით მე-18 რაუნდია. საპროტესტო მოძრაობა ემანუელ მაკრონის ეკონომიკური პოლიტიკის წინააღმდეგ ნოემბერში დაიწყო. აქციები ყოველ შაბათს შეტაკებებით და დაკავებებით სრულდება.

დღის ამბები