19 ნოემბერი 2024,   09:29
ვრცლად
"ევროპული საქართველოს" კანონპროექტი წინააღმდეგობაში მოდის, როგორც კონსტიტუციასთან, ასევე დემოკრატიის პრინციპთან" - ანრი ოხანაშვილი

ევროპული საქართველოს მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი წინააღმდეგობაში მოდის, როგორც საქართველოს კონსტიტუციასთან, ასევე, ზოგადად, წინააღმდეგობაში მოდის დემოკრატიის და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპთან,“ - ეს განცხადება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილმა, გააკეთა.

კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ, რომელიც საკმაოდ მწვავე კამათის ფონზე წარიმართა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ ევროპული საქართველოს ინიციატივა არაკონსტიტუციურია.

ოხანაშვილი ასევე გამოეხმაურა ეკა ბესელიას განცხადებას, რომელმაც გუშინვე თქვა, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომას არ დაესრებოდა.

ეკა ბესელიას თქმით, კანონპროექტების განხილვა საკმაოდ დაჩქარებულ ტემპში მიმდინარეობს, რაც მისთვის მიუღებელია.

ბესელია იოთხოვდა, რომ კომიტეტის სხდომა ორშაბათს დანიშნულიყო.

ბესელიას კრიტიკას არ იზიარებს ანრი ოხანაშვილი და ამბობს, რომ „ოცნების“ ყოფილ წევრს აღარ აქვს არგუმენტები, რის გამოც შეიკავა თავის კომიტეტის სხდომაზე მისვლისგან.

ანრი ოხანაშვილი-ის სურათის შედეგი„როგორც ჩანს, ისინი ვერ მოემზადნენ კარგად ან აღარ აქვთ არგუმენტები იმისთვის, რომ წარმოადგინონ და გააცნონ კოლეგებს. ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია, როდესაც ჯერ წერ კანონპროექტს, შემდგომ მედიასთან და საზოგადოებასთან მანიპულირებ ამ კანონპროექტით და შემდგომ, როდესაც საგნობრივი და შინაარსობრივი მსჯელობა უნდა დაიწყოს, იქ უკვე აღარ გაქვს არგუმენტები და არ ცხადდები კომიტეტის სხდომაზე,“ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის კრიტერიუმების განხილვა იურიდიულ  საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გაიმართა. კომიტეტზე სამი ალტერნატიული კანონპროექტი განიხილეს. ერთი კანონპროექტის ინიციატორი ირაკლი კობახიძე და მისი გუნდია. მეორესი კი - ევროპული საქართველოს წევრები.

საკანონმდებლო ინიციატივა ასევე აქვთ წარდგენილი ეკა ბესელიას და მის გუნდს, თუმცა, დღევანდელ სხდომას არ დაესწრნენ.

დღის ამბები