19 აპრილი 2024,   05:33
ვრცლად
გლოვის დღე ახალ ზელანდიაში-ქვეყანა ტერაქტის შედეგად გარდაცვლილებს იხსენებს

ახალ ზელანდიაში ტერაქტის შედეგად გარდაცვლილებს იხსენებენ. ორივე მეჩეთთან სადაც 28 წლის ავსტრალიელმა ახალგაზრდამ თავდასხმა მოაწყო, ხალხი ყვავილებით მიდის და 50 მოკლულს პატივს მიაგებს. დაღუპულთა ოჯახის წევრებს სამძიმარი ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმაც გამოუცხადა. მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელმა ტერაქტის ადგილი ყვავილებით შეამკო და მოგვიანებით მუსლიმებს შეხვდა. ჯასინდა არდერნმა განაცხადა, რომ ტერაქტის მოწყობამდე თავდამსხმელმა მას წერილი გაუგზავნა. მისივე თქმით, 37 გვერდიანი მანიფესტი, სადაც ბრენტონ ტარანტის ანტიისლამურ პოზიციას აფიქსირებს და ევროპაში მომხდარი ტერაქტების შურისძიებაზე წერს, თავდასხმამდე 9 წუთით ადრე მიიღო და სპეცსამსახურებს გადაუგზავნა. თუმცა იმის გამო, რომ მასში თავდასხმის ადგილზე და თარიღზე არაფერი იყო ნათქვამი, ტერაქტის აღკვეთა შეუძლებელი გახდა. გამოძიების ბოლო ინფორმაციით, ბრენტონ ტარანტმა ტერაქტი მარტომ დაგეგმა. 

დღის ამბები