17 ნოემბერი 2024,   14:43
ვრცლად
გზის და ტროტუარის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა-კონკტრაქტორმა კომპანიამ ძველი ბორდიულები აყარა თუმცა ახალია აღარ დაამონტაჟა

გზის და ტროტუარის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა სამგორის რაიონში-აეროპორტის დასახლებაში, ხვედელიანის ქუჩის რეაბილიტაცია გასული წლის ნოემბერში დაიწყო. საგზაო სამუშაოების დაწყებისას ძველი ბორდიურები აიღეს და გადაყარეს. თუმცა ახალი მასალა ადგილზე კონტრაქტორ კომპანიას აღარ მიუტანია.

პროექტის განსახორციელებლად, სამგორის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 380 000 ლარი გამოიყო. სამუშაო დასრულებულია, თანხები ათვისებული თუმცა ტროტუარები და ბორდიურები ამ დრომდე არავის გაუკეთებია. მოსახლეობამ მათი ნაწილი საკუთარი ინიციატივით აღადგინა, თუმცა ამის საფასური თანხა „ენდიროუდის“ კომპანიის თანამშრომლებს გადაუხადა.

აეროპორტის დასახლებაში არსებული პრობლემის შესახებ გამგებელმა ჟურნალისტებისაგან შეიტყო და ადგილზე მივიდა, თუმცა ქუჩის მაცხოვრებლების ყველა პრეტენზია არასამართლიანად ჩათვალა და ისინი პროვოკაციის მოწყობაში დაადანაშაულა.

გუშინდელი დღისგან განსხვავებით დღეს ადგილზე განსხვავებული სურათია, მობილიზებულია სამშენებლო კომპანიის თანამშრომლები და ძველი, უკვე გადაყრილი ბორდიურების დამონტაჟებას ცდილობენ. 

ავტორი: ჟანა აკოფაშვილი.

დღის ამბები