17 ნოემბერი 2024,   14:46
ვრცლად
ცხოვრება მტაცებელი ცხოველების თავდახმის შიშით-ტყეში, ძროხების სადგომში მცხოვრები 5 სულიანი ოჯახი დახმარებას ითხოვს

ალიევების ოჯახი დახმარებას ითხოვს. 5-სულიანი ოჯახი, სადაც 3 მცირეწლოვანი ცხოვრობს, ღამეს მტაცებელი ცხოველების შიშით ათენებს.  ოჯახი ნახევარი წელიწადია ტყის შუაგულში, საკუთარი ხელით აგებულ ქოხში ცხოვრობს. სასიცოცხლო პირობის გარეშე მათ მთელი ზამთარი გაატარეს. არ აქვთ გათბობა და სასმელი წყალი. შეშის ღუმელი კი ბრეზენტით გადახურულ ქოხს ვერ ათბობს. ეს ადგილი მიწის მფლობელმა ოჯახს დროებით დაუთმო, მას შემდეგ რაც ცოლ-ქმარი სამი შვილით სახლიდან პაპამ გამოაგდო. მანამდე აქ ძროხების სადგომი იყო, თუმცა გაზაფხულზე მფლობელი საქონელს კვლავ სადგომში დააბრუნებს და იძულებული გახდება ოჯახს ტერიტორია დაატოვებინოს. სამი არასრულწლოვნის მშობლები დახმარებას ადგილობრივ ხელისუფლებას სახლის აშენებას სთხოვენ. მიწის ნაკვეთი მათ სოფელ დარბაზში ნათესავებმა უყიდეს.

ალიევები სოციალურად დაუცველები არიან და მათი ერთადერთი შემოსავალი მხოლოდ სოციალურ დახმარებაა. თუმცა 5-სულიანი ოჯახისთვის ეს საკმარისი არ არის. ამიტომ ხშირად მხოლოდ მეზობლების იმედად არიან დარჩენილი.

ადგილობრივ ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ისინი ოჯახს ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართს სთავაზობენ, თუმცა ალიევები არ თანხმდებიან. სახლს კი ვერ აუშენებენ, რადგან ასეთი პროგრამა არ აქვთ. 

ავტორი: ჯეიჰუნ ნარზალოვი.

დღის ამბები