17 ნოემბერი 2024,   14:37
ვრცლად
რუსმა ოკუპანტებმა სოფელ დიციდან 21 წლის ბიჭი გაიტაცეს

გატაცების მორიგი შემთხვევა - რუსმა ოკუპანტებმა გორის რაიონის სოფელ დიციდან 21 წლის გივიკო ბერუაშვილი გაიტაცეს. სავარაუდოდ, ახალგაზრდა მამაკაცი საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით არის დაკავებული. 

ადგილობრივების ინფორმაციით, გივიკო ბერუაშვილი იმ დროს გაიტაცეს, როდესაც ის ოჯახის საკუთრებაში არსებულ ბაღში იმყოფებოდა და მიწას ამუშავებდა. ბაღი საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარეობს. 

მომხდარ ფაქტს ადასტურებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც.   

 

 

დღის ამბები