დელფინის მოკვლისთვის სამართალდამრღვევს 40 900 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა დაეკისრა. საქმე ათ მარტს ბათუმის სანაპიროზე ნაპოვნ მოკლულ დელფინს ეხება.
შავი ზღვის კონვენციურმა სამმართველომ და შსს-ს სასაზღვრო პოლიციამ სამართალდამრღვევი გამოავლინა. დელფინის მკვლელობაში ბრალდებული თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემის კაპიტანი აღმოჩნდა.
კაპიტანი ბრალს აღიარებს. საქართველოს საზღვაო წყლებს გემი მას შემდეგ დატოვებს, როცა სამართალდამრღვევი დაკისრებულ ჯარიმას გადაიხდის.
„გამოვლენილი იქნა უკანონო თევზჭერის ფაქტი. კერძოდ, მოპოვებული იყო თეთრ გვერდა დელფინი. დაანგარიშდა გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა. ერთობლივად დაკისრებული თანხის ოდენობამ შეადგინა 40 900 ლარი,“- განცხადა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ნელი კორკოტაძემ.