შეშფოთებული ვართ საოკუპაციო ხაზთან გახშირებული ინციდენტებით, ასევე ტყვეობაში მყოფი საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტით - ეს განცხადება საქართველოში საფრანგეთის ელჩმა პასკალ მენიემ გააკეთა.
ფრანგმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ საქართველოს ევროპელი მეგობრების იმედი უნდა ჰქონდეს და რუსეთს მოუწოდა, შეიმუშავოს მეზობლების პატივისცემის პოლიტიკა.
„საქართველოს ევროპელი მეგობრების იმედი უნდა ჰქონდეს. როგორც საფრანგეთის პრეზიდენტმა ქართველ კოლეგასთან შეხვედრაზე განაცხადა, რუსულმა ჯარებმა უნდა დატოვონ საქართველო და დაიცვან 2008 წელს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. შეშფოთებულები ვართ იმ გახშირებული ინციდენტებით, რომელიც საოკუპაციო ხაზთან ხდება. მათ შორის ადამიანთა გატაცებებით, ასევე, ტყვეობაში მყოფი საქართველოს მოქალაქის გარდაცვალებით. რუსეთმა უნდა გამოიმუშაოს მეზობლების პატივისცემის პოლიტიკა,“- განაცხადა მენიემ.