"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობა კვირას, 24 მარტს გაიმართება. გადაწყვეტილება პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს. ასევე ენმ-ს წევრები შეთანხმდნენ, რომ ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე კენჭს უყრიან გრიგოლ ვაშაძის კანდიდატურას.
„გამოიკვეთა ადამიანი, ვისაც დაუჭერს ყრილობა მხარს და ეს იქნება გრიგოლ ვაშაძე. ბატონმა გრიგოლმა დაამტკიცა, რომ მას მხარს უჭერს ოპოზიციის ელექტორატის თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა. ეს აჩვენებს, რომ ის არის პარტიის ახალი ლიდერი,“-განაცხადა რომან გოცირიძემ.
ენმ-ს პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა გრიგოლ ვაშაძემაც. მისი თქმით, გარდა პროცედურული საკითხებისა, რომელის დაგეგმილ ყრილობას შეეხება, განიხილებოდა შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობები.
„განვიხილეთ ის, თუ არჩევნები როგორ ვღებულობთ მონაწილეობას. დავილაპარაკეთ იმაზე, რომელი რეგიონები გვეჩვენება პერსპექტიულად ჩვენთვის და რომელ რეგიონებში გავუშვათ გაერთიანებაში მყოფი სხვა პარტიების წევრები. მოლოდინი არის ის, რომ პარტია დაბრუნდება ხელისუფლებაში,“-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.