18 აპრილი 2024,   12:37
ვრცლად
თავდასხმა ნიდერლანდების ქალაქ უტრეხტში - გარდაცვლილია სამი ადამიანი  

ნიდერლანდების ქალაქ უტრეხტში მომხდარ თავდასხმას 3 ადამიანი ემსხვერპლა. შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლი ტრამვაიში გახსნა. 5 დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი. თავდასხმა დილის საათებში მოხდა.

სროლის შემდეგ თავდამსხმელი მანქანით მიიმალა. ის თურქეთში დაბადებული, 37 წლის გორკმენ ტანისია. პოლიციამ ეჭვმიტანილის ფოტო გამოაქვეყნა და მოსახლეობას მოუწოდა, ნახვის შემთხვევაში მისი ადგილსამყოფელი სამართალდამცველებს აცნობონ.

თავდამსხმელის შესახებ კიდევ ერთი დეტალი გახდა ცნობილი. წლების წინ ის ჩეჩნეთში იბრძოდა. მომხდარის გამო ნიდერლანდების სამეფოში საფრთხის დონე გაზარდეს. გაძლიერებულია დაცვა აეროპორტებსა და სტრატეგიულ ობიექტებთან.

დღის ამბები