09 ოქტომბერი 2024,   10:18
ვრცლად
13 დაღუპული და 9 დაშვებული თურქეთში მომხდარი ავტოავარიის შედეგად

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში მომხდარი საგზაო ინციდენტის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა და 9 დაშავდა. ერთმანეთს სატვირთო, ავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ.

4 ადამიანი ადგილზევე გარდაიცვალა. მათი უმეტესობა სირიელია. დაშავებულთა შორის არიან ბავშვებიც, რომლებიც ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

რეგიონი, სადაც ავტოავარია მოხდა, სირიის საზღვართან მდებარეობს. ავტოავარიის სავარაუდო მიზეზებად ნისლი და წვიმა სახელდება.

თვითმხილველების თქმით, ავტობუსი მოძრაობის საპირისპირო ზოლზე გადავიდა, რამაც შეჯახება გამოიწვია.

დღის ამბები