09 ოქტომბერი 2024,   10:20
ვრცლად
საფრანგეთის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ნიკოლა სარკოზის პარტიამ გაიმარჯვა

საფრანგეთის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვება ყოფილი პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის პარტიამ მოიპოვა.

კონსერვატორებმა ულტრამემარჯვენეებსა და მმართველ სოციალისტურ პარტიას მნიშვნელოვანი უპირატესობით გაუსწრეს.

არჩევნების შედეგებით ნიკოლა სარკოზის პარტია 70-მდე ადგილობრივ საკრებულოს დააკომპლექტებს, სოციალისტები კი თითქმის 30-ს, რაც წინა არჩევნების შედეგებთან შედარებით განახევრებული რაოდენობაა.

ექსპრეზიდენტმა შედეგების გამოცხადების შემდეგ ყურადღება გაამახვილა მმართველი პარტიის მიმართ ნდობის შესუსტებასა და ხელისუფლების შეცვლის პროცესის დაწყების შესახებ განაცხადა.

ეს ნიკოლა სარკოზის პირველი გამარჯვებაა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის პოსტზე ხელმეორედ კენჭისყრის სურვილი გამოთქვა.

დღის ამბები