19 ნოემბერი 2024,   09:41
ვრცლად
ბოკერია წულუკიანს: თქვენებურად, ომახიანად მითხარით როგორ აფასებთ პროკურატურის მუშაობას, ძალიან ცუდად თუ უკიდურესად ცუდად?

რატომ არ მოხვდნენ რუსი ოფიცრები ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში და მოსწონს თუ არა პროკურატურის მუშაობა - ეს იმ კითხვების არასრული ჩამონათვალია, რომელი საპარლამენტო ოპოზიციას თეა წულუკიანთან ჰქონდათ. დღეს პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში იუსტიციის მინისტრს უსმენენ.

„ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია დაინტერესდა, მიმართა თუ არა თეა წულუკიანმა მთავარ პროკურორს, თუნდაც იმ საკითხის გასარკვევად, რატომ არ არიან ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში რუსი ოფიცრები.

„ქალბატონო თეა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის საკითხთან დაკავშირებით ადევნეთ თუ არა თვალყურს. თქვენთვის ხომ მნიშვნელოვანია საკითხია? არის ხომ? ბოლოს როდის გქონდათ საუბარი ამ თემაზე მთავარ პროკურორთან ან პროკურატურის მაღალი თანამდებობის წარმომადგენელთან. იცით თუ არა და ალბათ იცით, რომ ერთი წელია ამ სიაში ვერ მოხვდა ვერც ერთი რუსეთის ფედერაციის ოფიცერი, არც ერთს არ აქვს ბრალის წაყენებული და არც ერთის მიმართ გამოძიება არ მიდის. და მათშორის ამ სიაში ვერ მოხვდა დღემდე ის სამი პირი ვინც ოთხოზორიას მკვლელობის ფირზეა აღბეჭდილი. ამ ფონზე, თქვენებურად პირდაპირ და ომახიანად მითხარით როგორ აფასებთ პროკურატურის მუშაობას, ძალიან ცუდად, უკიდურესად ცუდად თუ უბრალოდ ცუდად,“-განაცხადა გიგა ბოკერიამ.

დღის ამბები