რუსმა გამომძიებლებმა ბორის ნემცოვის მკვლელობის შესაძლო ორგანიზატორის ვინაობა დაადგინეს.
გაზეთ კომერსანტის ცნობით, სამართალდამცველებისთვის ცნობილია პირი, რომელმაც დანაშაულის შემსრულებლებს მანქანა და იარაღი მიაწოდა და ოპოზიციის ლიდერის მკვლელობის სანაცვლოდ, თითოეულ მათგანს 5 მილიონ რუბლს დაჰპირდა.
მთავარი ეჭვმიტანილის ზაურ დადაევის ჩვენებაზე დაყრდნობით, დამკვეთი მას რუსლიკის სახელით გაეცნო.
მკვლელობის შესაძლო დამკვეთზე ჯერ ძებნა არ გამოცხადებულა. სამართალდამცველები დამატებით მტკიცებულებებს აგროვებენ.