27 დეკემბერი 2024,   21:07
ვრცლად
"საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ" - ქართველი ემიგრანტების აქცია რუსეთის საელჩოებთან ანკარასა და პარიზში 

"საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ" - ქართველმა ემიგრანტებმა რუსული ოკუპაცია ამჯერად პარიზსა და ანკარაში რუსეთის საელჩოებთან გააპროტესტეს და საერთაშორისო საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია.

ემიგრანტები საელჩოებთან ქართული დროშებით და საპროტესტო ბანერები მივიდნენ. აქციები მოძრაობა „ერთად სახლში"-ს ინიციატივით გაიმართა.

საპროტესტო გამოსვლები უკვე ჩატარდა ბელგიაში, იტალიაში, გერმანიასა და საბერძნეთშიც. ქართველ ემიგრანტებთან ერთად აქციაზე იმყოფებოდნენ სხვა ქვეყნის მოქალაქეებიც.


დღის ამბები