შესაძლო პოლიტიკური ანგარიშსწორება და სადამსჯელო ღონისძიებები - ასეთია არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების დასკვნა ია კერზაიას გარდაცვალების საქმეზე.
ორგანიზაციამ ოფიციალური დოკუმენტების შესწავლის შემდეგ დაადგინა, რომ განათლების სამინისტრო მონიტორინგის ჯგუფის მეშვეობით ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორზე პოლიტიკურ ზეწოლას ახორციელებდა.
ორგანიზაცია მასალებს პროკურატურას გადაუგზავნის.
სამართლიანი არჩევნების კრიტიკულ დასკვნას დღეს ჩვეულ სტილში უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ. მან დასკვნის ავტორები მწვავედ გააკრიტიკა.
სამართლიანი არჩევნების სპეციალურ ანგარიშს სრულად იზიარებს ია კერზაიას შვილი.
ბაჩანა შენგელია ამბობს, რომ ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორის გარდაცვალების მიზეზი პოლიტიკური ზეწოლა გახდა.
4 თვეზე მეტია, ია კერზაიას შვილი, არასამთავრობო სექტორი და ოპოზიცია ზუგდიდის რესურსცენტრის ხელმძღვანელის, კახაბერ ფარცვანიას, წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს.
პროკურატურაში დღეს განმარტეს, რომ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში კახაბერ ფარცვანიასთან დაკავშირებული გარემოებასაც სწავლობენ.