19 ნოემბერი 2024,   09:27
ვრცლად
"ომეგა ჯგუფთან" სკანდალური საქმის დამლაგებელ ბიზნესმენს სამსახური დაუფასდა - აბდუშელიშვილი უზბეკეთში საქართველოს ელჩი გახდა

ომეგა ჯგუფთან სკანდალური საქმის დამლაგებელ ბიზნესმენს სამსახური დაუფასდა. ზაზა ოქუაშვილთან ბიძინა ივანიშვილის დესპანს, ზურაბ აბდუშელიშვილს, დიპლომატიური წარმომადგენლობა უზბეკეთში ჩააბარეს.

აბდუშელიშვილს არც ერთ დღეს დიპლომატიურ სამსახურში არ უმუშავია.

ინფორმაცია აბდუშელიშვილის ელჩად დანიშვნის შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრმა მხოლოდ მას შემდეგ დაადასტურა, რაც ფაქტით კურიერი დაინტერესდა.

ზურაბ აბდუშელიშვილის გვარი ბოლოს ომეგა ჯგუფის სკანდალურ საქმეს დაუკავშირდა.

საპრეზიდენტო არჩევნების წინ ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის მტკიცებით, აბდუშელიშვილი მასთან ბიძინა ივანიშვილმა გააგზავნა და დუმილის სანაცვლოდ 5-მილიონიანი კონტრაქტი გაუფორმა.

ომეგა მოტორსის ოფისში 23 ოქტომბერს გადაღებულ ჩანაწერში ჩანს, რომ ბიზნესმენ ზურაბ აბდუშელიშვილსა და კომპანიას შორის ხელშეკრულება გაფორმდა.

ხელშეკრულებით აბდუშელიშვილის კომპანია ვალდებულებას იღებდა, რომ ოქუაშვილისგან ბენტლის, მაზერატის, BMWდა MINI-ის ბრენდის ავტომობილებს იყიდა. ამ ხუთი მილიონის სანაცვლოდ ოქუაშვილი უნდა გაჩუმებულიყო და არაფერი ეთქვა ივანიშვილის მიერ მისთვის მოთხოვნილი 4-მილიონიანი ქრთამის შესახებ.

ზურაბ აბდუშელიშვილმა დუმილის სანაცვლოდ ზაზა ოქუაშვილს დაპირებული 5 მილიონიდან 2 მილიონი ლარი წინასწარ მისცა, მეორე ნაწილი კი 2 კვირის ვადაში უნდა დაეფარა, თუმცა, მოულოდნელად დამკვეთმა კონტრაქტის შეწყვეტა და თანხის უკან დაბრუნება მოითხოვა, რადგან ოქუაშვილმა ივანიშვილის პირობების შესრულებაზე უარი თქვა.

ზურაბ აბდუშელიშვილის მამა გივი აბდუშელიშვილი ედუარდ შევარდნაძის დროს უზბეკეთში ელჩის თანამდებობაზე მუშაობდა. როგორც ირკვევა, მისი ოჯახის წევრებს ტაშკენტში დიდი ბიზნეს კავშირები, ქონება და ფინანასური რესურსები აქვთ, რომელიც ხელისუფლებამ სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კამპანიისთვის გამოიყენა.

22 მარტს უზბეკეთში საქართველოს ახალი წარმომადგენელი, რომელმაც მისი წინასაარჩევნო კამპანიის წინ ხელისულფებას სერიოზული პრობლემის მოგვარებაში დაეხმარა, სალომე ზურაბიშვილმა ოფიციალურად მიიღო.

ზურაბ აბდუშელიშვილი დიპლომატიურ სამსახურს მალე შეუდგება, თუმცა, ახალი კონსტიტუციის თანახმად, მას ქვეყნის შიგნით პროცედურები გასავლელი კიდევ აქვს. 

დღის ამბები