საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელს გაშვებით ემუქრება.
მიხეილ გიორგაძე კამპანიამ "ფილარმონია ორკესტრს" გააღიზიანა, რომლის ფარგლებში მუსიკოსები ითხოვენ, ქვეყნის მთავრი საკონცერტო დარბაზი სიმფონიურ ორკესტრს გადასცენ.
100-წლიანი ისტორიის მქონე ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს საკუთარი შენობა არ გააჩნია. დროებით თავშესაფარი მუსკომედიის ყოფილ შენობაში ნახეს. ორკესტრის მუსიკალური ხელმძღვანელი ამბობს, რომ მისი განახლება საკმაოდ დიდ თანხასთანაა დაკავშირებული და სახელმწიფოსთვის ბევრად უფრო მარტივი იქნებოდა, სიმფონიურ ორკესტრს ფილარმონია გადასცეს და ამით ისტორიული სამართლიანობაც იზეიმებს.
ამ თხოვნით ორკესტრმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ეკონომიკისა და კულტურის სამინისტროებს წერილობით მიმართა.
მუსიკოსებმა დაასაბუთეს, რომ მზად არიან, გამჭვირვალედ წარადგინონ ფილარმონიის სამომავლო განვითარების გეგმა.
განცხადება კი მას შემდეგ შეადგინეს, რაც 4 იანვარს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ქონების მართვის სააგენტომ თბილისის საკონცერტო დარბაზის ამჟამინდელ მმართველ კომპანიას ხელშეკრულება შეუწყვიტა. მიზეზი ის 3 მილიონ ლარზე მეტი დავალიანებაა, რასაც ინთერნეიშენალ ივენთი უკვე წლებია, არ იხდის.
ქონების მართვის სააგენტომ დღეს ერთხელ უკვე გამოქვეყნებული განცხადება უარყო.
კულტურის მინისტრის მოადგილეს, რომელიც თავის დროზე ფილარმონიის მმართველი კომპანიის - ინთერნეიშენალ ივენთსის, ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო, ამბობს, რომ ჯერ არ უნახავს საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის წერილი, თუმცა, მისთვის უკვე მიუღებელია ნიკოლოზ რაჭველის განცხადებები.
მიხეილ გიორგაძე ამბობს, რომ ორკესტრის ხელმძღვანელს "გიგანტომანია დაემართა".