22 იანვარი 2025,   17:25
ვრცლად
„ჯაბა კრედიტის“ მეანაბრეები პროცენტს ვერ იღებენ - კომპანიის მფლობელი არასრულწლოვანია
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      რამდენიმე თვეა, ჯაბა კრედიტში გახსნილი ანაბრიდან სარგებლის მიღების მიზნით მოქალაქეები პროცენტს ვერ იღებენ და ვერც შეტანილ ფულს იბრუნებენ.

      კომპანიას 500-მდე მეანაბრე ჰყავს. მათ ჯაბა კრედიტში განუცხადეს, რომ კრიზისი კომპანიას ახალი რეგულაციების გამო შეექმნა.

      უცნობია, რა რეგულაციებზე საუბრობს ფირმა, რადგან ჯაბა კრედიტი არც კომერციული ბანკია და არც მიკროსაფინანსო ორგანიზაცია. შესაბამისად, დაწესებული შეზღუდვები მის საქმიანობას არ ეხება.

      ჯაბა კრედიტს ჯერ თავი გაკოტრებულად არ გამოუცხადებია და კომპანიის ოფისში თანამშრომლები ამ დრომდე მუშაობენ.

      არასამთავრობო სექტორი არ გამორიცხავს, რომ კომპანია გაკოტრდეს და ასობით მეანაბრემ საფინანსო კომპანია საქართველოს კლიენტების ბედი გაიზიაროს.

      სამართლებრივი დავის შესაძლო უპერსპექტივობის გამო, დაზარალებული მეანაბრეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მათი ნაწილი პროკურატურისთვის საჩივარს ამზადებს, ნაწილი კი მოლაპარაკებების გზას ირჩევს.

      შპს ჯაბა კრედიტის 100-პროცენტიანი წილი, საჯარო რეესტრის ამონაწერით, არასრულწლოვნის სახელზეა. დირექტორმა კომპანია შვილის სახელზე 2 წლის წინ გადააფორმა.

      იმ შემთხვევაში, თუ კომპანიის ბრალეულობა დამტკიცდა, ფინანსურ მაქინაციისთვის რა ფორმით დასჯიან არასრულწლოვანს, ჯერ უცნობია.

       

      დღის ამბები
      მეტი