დაგროვებით საპენსიო რეფორმას მოქალაქეები არ ენდობიან. გადაცემა არჩევანის მიერ თბილისის მასშტაბით გამოკითხულთა უმეტესობას იმედი არა აქვს, რომ წლების შემდეგ ჩამოჭრილი თანხა უკან დაუბრუნდებათ.
„მე არ ვეთანხმები ამ რეფორმას, არ ვარ დარწმუნებული, რომ ამ თანხას უკან დამიბრუნებენ,“ - ამბობს მოქალაქე.
თბილისში ასევე აცხადებენ, რომ დაგროვებითი საპენსიო რეფორმის განხორციელების იმედი არა აქვთ იმიტომ, რომ ისინი მთავრობას არ ენდობიან.
მოქალაქეები ამბობენ, რომ ევროპაშიც კი რიგ შემთხვევაში არ გაამართლა ამ რეფორმამ.
„ეს არის პრობლემა, რამდენად დამიბრუნდება, არ ვიცი. რაში დააბანდებენ, რა პროგრამებში და რამდენად იქნება მიზანმიმართული სწორედ მოგებიან პროექტებზე, ამაზე ინფორმაცია არ მაქვს,“ - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.
გამოკითხული მოქალაქეების ნაწილმა პარალელი გაუქმებულ ანაბრებთან გაავლო და ვარაუდობენ, რომ ამ შემთხვევაშიც იგივე მოხდება.
საპენსიო რეფორმა 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა. დაგროვებითი პენსიის რეფორმაში ჩართვა სავალდებულოა ყველა იმ მოქალაქისთვის, რომელიც 2018 წლის 6 აგვისტომდე არ იყო 40 წლის. ფორმულის მიხედვით, დასაქმებული საკუთარი ხელფასიდან, იგულისხმება დღგ-ს ჩათვლით ხელფასი, იხდის 2%-ს. 2%-ს იხდის დამსაქმებელიც და ასევე სახელმწიფოც.