09 ოქტომბერი 2024,   10:21
ვრცლად
ავსტრალიის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ

რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს ავსტრალია ოფიციალურად შეუერთდა.

დღეიდან შევიდა ძალაში გამკაცრებული შეზღუდვები, რომელიც ენერგო, ფინანსურ და თავდაცვის სფეროებზე გავრცელდება.

ავსტრალიის ხელისუფლება რუსეთში შეიარაღების გარდა, მაღალი ტექნოლოგიების ექსპორტსაც წყვეტს. გარდა ამისა, რუსულ ბანკებს ავსტრალიის ბაზარზე მუშაობა ეკრძალებათ.

შეზღუდვები დაუწესდათ ავსტრალიურ კომპანიებსაც. მათ ყირიმის ნახევარკუნძულზე ეკრძალებათ ვაჭრობა და ინვესტიციების განხორციელება. გაიზარდა შავი სიაც. სავიზო და ფინანსური სანქციები დღეიდან უკვე 113 ოფიციალურ და 32 იურიდიულ პირზე გავრცელდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები