09 ოქტომბერი 2024,   10:18
ვრცლად
თავდასხმა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს შტაბბინაზე

შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს შტაბბინა რამდენიმე საათის განმავლობაში პოლიციის ალყაში იყო.

უცნობმა მამაკაცმა სცადა მანქანა შესასვლელი კარისთვის შეეჯახებინა, რასაც სააგენტოს დაცვის მხრიდან სროლა მოჰყვა.

თავდამსხმელი ადგილზე დაიღუპა, მისი თანმხლები პირი კი მძიმედ დაიჭრა. თავდასხმის მოტივი უცნობია.

გამოძიება ვარაუდობს, რომ საქმე დანაშაულს ეხება. სამართალდამცველთა განცხადებით, თავდამსხმელს ქალის ტანსაცმელი ეცვა, გატაცებული მანქანით გადაადგილდებოდა და თან ნარკოტიკული საშუალებებიც აღმოაჩნდა.

დღის ამბები