26 აპრილი 2024,   21:37
ვრცლად
პოლიტიკური უსუსურობის და უტიფრობის ცუდი ნაზავი, ღარიბაშვილის და წულუკიანის პოლიტიკური ნაჯვარი - ოპოზიცია პრემიერზე საუბრობს

პოლიტიკური უსუსურობის და უტიფრობის ცუდი ნაზავი - ასე შეაფასა ოპოზიციამ პარლამენტში ინტერპელაციის წესით მიწვეული პრემიერ-მინისტრის გამოსვლა. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, მამუკა ბახტაძემ საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანეს შეკითხვებს არ უპასუხა. ოპოზიციის აზრით, პრემიერის მხრიდან კითხვების უპასუხოდ დატოვება არამხოლოდ პარლამენტის, არამედ მოსახლეობის შეურაცხყოფაა.

გიგა ბოკერია-ის სურათის შედეგი„რომ შევაფასო, ჩემთვის ეს იყო ძალიან ცუდი ნაზავი პოლიტიკური უსუსურობის და უტიფრობის ერთად. ღარიბაშვილის და წულუკიანის რაღაც პოლიტიკური ნაჯვარი, არ ვიცი, რატომ ჩათვალა. ეს არის უპატივცემულობა არა ოპოზიციის, „ევროპული საქართველოსი,“ ვინც ის მოიწვია, არა მხოლოდ პარლამენტის, თუმცა პარლამენტის მთლიანად, არამედ საზოგადოების. როცა ადამიანი მნიშვნელობა კითხვებზე პასუხს უბრალოდ არ იძლევა,“- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ.

ოპოზიციის წევრები მათი მისამართით პრემიერის კრიტიკასაც გამოეხმაურნენ, რომელმაც ოპონენტები პოლიტიკურ სპეკულაციებში დაადანაშაულა. ოპოზიციამ ასევე აღნიშნა, რომ მმართველმა პარტიამ ბახტაძეს კომფორტი შეუქმნა, რომ შეკითხვებისთვის თავი აერიდებინა.

სალომე სამადაშვილი-ის სურათის შედეგი„მე არ ვიცი, პრემიერ-მინისტრს რა მიაჩნია პოპულიზმად. თუ პოპულიზმია ის, რომ ჩვენ დღეს მას ვუსვამდით იმ შეკითხვებს, რომელიც აქვს ქართველს ხალხს იმასთან დაკავშირებით თუ რას ნიშნავს ახალი საპენსიო სისტემა მათთვის, რაში იხარჯება საბიუჯეტო სახსრები, რატომ არ იზრდება სამუშაო ადგილების რაოდენობა ქვეყანაში, ამ კითხვებზე პასუხი თუ მას პოპულიზმად მიაჩნია, მაშინ, დიახ, ჩვენ ვართ პოპულისტები, ამ შეკითხვებზე გვსურდა პასუხები და ეს პასუხები დღეს ვერ მოვისმინეთ. კომფორტი შეუქმნა მაქსიმალურად მმართველმა უმრავლესობამ პრემიერ-მინისტრს, რომ ეთქვა ის, რაც მას უნდოდა და დაეტოვებინა პარლამენტი, იმის ნაცვლად, რომ პასუხები გაეცა ჩვენს კითხვებზე,“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა.

 

დღის ამბები