30 მარტი 2025,   00:08
ვრცლად
ვითხოვთ კობახიძის გადაყენებას, სრული აბსურდი იქნება ქუცნაშვილის განტევების ვაცად გამოცხადება - თინა ბოკუჩავა
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      პარლამენტის სხდომათა დარბაზში პროტესტი გრძელდება - სამოქალაქო აქტივისტებმა ოპოზიციასთან ერთად სხდომათა დარბაზის ბლოკირება მოახდინეს.

      მათ პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნასთან, რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული საქართველოს მოქალაქეების, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილის და გიორგი ანწუხელიძის ფოტოები გააკრეს.

      ოპოზიცია პროტესტის შეწყვეტას არ გეგმავს. თინა ბოკუჩავას შეფასებით, უდიდესი სირცხვილია, როდესაც ოკუპანტი სახელმწიფოს დეპუტატი პარლამენტში იმყოფებოდა.

      „უპრეცედენტო პროტესტის ფორმას მივმართეთ იმიტომ, რომ რაც ჩვენ აქ ვიხილეთ, ეს იყო უპრეცედენტო სირცხვილი ჩვენი ქვეყნისთვის. ყველაზე საშინელ კოშმარშიც კი ვერ წარმოვიდგენდი, რომ რუსეთის დუმის დეპუტატი, ოკუპანტი სახელმწიფოს დეპუტატი წამოსკუპებული იქნებოდა პარლამენტის თავმჯდომარის სკამში. შესაბამისად, ჩვენ ვითხოვთ ირაკლი კობახიძის გადაყენებას, იმიტომ, რომ სრული აბსურდი იქნება ზაქარია ქუცნაშვილის განტევების ვაცად გამოცხადება და მასზე ჯოხის გადატეხა, რომ თითქოს ვინმე ზაქარია ქუცნაშვილმა თვითნებურად დაგვისვა გავრილოვი ამ ადგილზე. ბუნებრივია, ეს იყო თავად კობახიძის პასუხისმგებლობა და არსებობს კიდეც, დოკუმენტალურად დასტურდება ეს, რომ მან გასცა თანხმობა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ასამბლეა ჩატარებულიყო სხდომათა დარბაზში,“ - განაცხადა ბოკუჩავამ.

      ბოკუჩავა "ქართული ოცნების" დეპუტატების განცხადებებსაც გამოეხმაურა, რომლებიც ამბობენ, რომ  მომხდარი პროტოკოლური შეცდომაა და ისინი ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსეთის დუმის დეპუტატი ასამბლეას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამიდან წარუძღვებოდა. 

       

      დღის ამბები
      მეტი