15 დეკემბერი 2024,   13:44
ვრცლად
"თუკი ადამიანები კარგავენ სიტყვის თქმის საშუალებას, ეს ადამიანები ინაცვლებენ ხოლმე ქუჩაში" - ნინო დანელი

ხელისუფლებისგან დაჩაგრულმა ყველა ჯგუფმა დაკარგა დრეს სალაპარაკო პლატფორმა და მხარდაჭერა "რუსთავი2"-ის სახით - აცხადებს მედიაექსპერტი ნინო დანელია. 

ნინო დანელიას განცხადებით, როცა საზოგადოება კარგავს სიტყვის თავისუფლებას ისინი ინაცვლებენ ქუჩაში. ის ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთ განცხადებას იხსენებს, სადაც მან თქვა, რომ "რუსთავი2"-ს თუ გამორთავენ, ნახავენ, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა. მისივე თქმით, მოქალაქეებს შეუძლიათ შეცვალონ რაც არ მოსწონს, რადგან "ხელისუფლებამ სწორედ ისე ააფეთქა დემოკრატია, როგორც ააფეთქეს საყდრისი.

დანელია ამბობს, რომ ახლა ქვეყანაში მედიაგარემო გაუარესებულია და ეს საერთაშორისო ანგარიშებშიც აისახება. 

„დღეს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი მკვეთრად გაუარესდა. ის საერთაშორისო ანგარიშები,რომლებიც იწყებოდა წინადადებით: „საქართველოში არის პლურალისტური გარემო“. ასე ვერ დაიწყება, რადგან საქართველოში დღეს აღარ არის პლურალისტური მედია. როგორც ჩანს, ხელისუფლებას არ შეუძლია დამოუკიდებელი ტელეკომპანიების ატანა და არ შეუძლია კრიტიკული აზრის მოსმენა,“- განაცხადა ნინო დანელიამ.

ნინო დანელია ფიქრობს, რომ ახლა კონკრეტული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს კომპანიის მენეჯმენტმა და 

"დარტყმის ქვეშ დადგა დემოკრატიასთან ერთად პროდასავლური განვითარების კურსიც. ძალიან მძიმეა, როდესაც ეს მოხდა ძალიან გავლენიანი დასავლური ინსტიტუციის ხელით,თუმცა რასაკვირველია არ შევალ იურიდიულ კამათში. მედიაგარემოს თვალსაზრისით, ამ ქვეყანას ძალიან დიდი ზიანი მიადგა. თუკი ადამიანები კარგავენ სიტყვის თქმით საშუალებას, ეს ადამიანები ინაცვლებენ ხოლმე ქუჩაში,"-ამბობს ნინო დანელია. 

დღის ამბები