15 დეკემბერი 2024,   12:47
ვრცლად
ოქრუაშვილის მოთხოვნა "რუსთავი 2"-ში ხალვაშისა და "შპს პანორამას" წილების დაყადაღებაზე - სასამართლო გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს

დღეს უნდა გახდეს ცნობილი დააკმაყოფილებს თუ არა სასამართლო ირაკლი ოქრუაშვილის სარჩელს "რუსთავი ორში" ქიბარ ხალვაშისა და შპს პანორამას წილების დაყადაღებასთან დაკავშირებით. ოქრუაშვილის უფლებადამცველმა სასამართლოს წინა კვირას მიმართა. მოთხოვნის საფუძველი, მოსარჩელე მხარის მტკიცებით, ხალვაშსა და ოქრუაშვილს შორის, 2010 წელს ბერლინში გაფორმებული შეთანხმებაა, რომლის მიხედვითაც ქიბარ ხალვაში რ2-ის მხოლოდ ფორმალური მმართველია და აცხადებენ, რომ ეს ექსპერტიზის სამმა დასკვნამ დაადასატურა. თავის მხრივ, ქიბარ ხალვაშის ადვოკატი და რ2-ის ახალი გენ. დირექტორი პაატა სალია ამტკიცებს, რომ დოკუმენტები რომელსაც მოწინააღმდეგე მხარე წარმოადგენს გაყალბებულია.

"სასამართლოში შევიტანეთ გაცხადება სარჩელი უზრუნველყოფის თაობაზე და მოვითხოვეთ ქიბარ ხალვაშის და "შპს პანორამას" წილების დაყადაღება "რუსთავი 2"-ში. იმის გათვალისწინებით, რომ ირაკლი ოქრუაშვილმა უნდა შეიტანოს სარჩელი სასამართლოში "რუსთავი 2"-ის წილებზე მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით, ეს გახლდათ პრევენცია, რომ არ მოხდეს ბატონი ქიბარის მიერ წილების გასხვისება მესამე პირებზე,"-აცხადებს ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი, გიორგი ზედელაშვილი.

დღის ამბები