28 აპრილი 2024,   21:28
ვრცლად
"შუბლი აქვს გახვრეტილი," - გურამიშვილის გამზირზე მომხდარ მკვლელობაზე, ადგილობრივები საუბრობენ

ამ დრომდე უცნობია გურამიშვილის გამზირის 78 ნომერში მომხდარი მკვლელობის დეტალები. საგამოძიებო მოქმედებები შემთხვევის ადგილზე გვიანობამდე მიმდინარეობდა. მოკლულია 2 ახალგაზრდა, 20 და 21 წლის ბიჭები. მათ ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰქონდათ მიყენებული. ერთ-ერთ მათგანს კი შუბლში აქვს ტყვია ნასროლი. მეზობლები ამბობენ, რომ გასროლის ხმა არ გაუგიათ, ამიტომ არსებობს ვარაუდი, რომ მკვლელს მაყუჩიანი იარაღი ჰქონდა. მათი თქმით, ცხედრები საცხოვრებელ სახლში მამამ იპოვა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

"შუბლი აქვს გახვრეტილი, შაკო ტყემალაძეა ერთ-ერთი," - აცხადებს ერთ-ერთი მოქალაქე. 

დღის ამბები