საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გატაცებული მოქალაქეების ავტომობილები ქართულ მხარეს გადასცეს. ამ წუთებში სამივე ავტომობილი სამართალდამცავებს ექსპერტიზაზე ყავთ გადაყვანილი.
ახალუბნელების ინფორმაციით, ოკუპანტებმა მათი თანასოფლელები გუშინ დააკავეს, რომლებიც წმინდა გიორგის ეკლესიასთან იყვნენ ავტომობილებით ასულები.
ამ დროისთვის, უცნობია, როდისთვის იგეგმება თავად დაკავებულების გათავისუფლება.
ჯამში, ორი დღის განმავლობაში, ოკუპანტებმა საქართველოს 8 მოქალაქე დააკავეს. დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლის ინფორმაციით, დაკავებულები არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და მათ ე.წ. საზღვარი გადაკვეთეს.