18 ნოემბერი 2024,   01:45
ვრცლად
ხორავას ქუჩის საქმე და ზაზა სარალიძისთვის პასუხგაუცემელი კითხვები

ზაზა სარალიძეს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით კითხვები კიდევ აქვს. სარალიძის ადვოკატის განცხადებით, მტკიცება, რომ სარალიძე გააჩუმეს და გამოძიების მიმართ კითხვები არ აქვს, სიცრუეა. მისივე თქმით, საქმეში, სავარაუდოდ, ფიგურირებენ სხვა არასრულწლოვნებიც, რომელთა ვინაობა დადგენილი დღემდე არ არის.

ადვოკატი ნესტან ლონდარიძე აცხადებს, რომ საქმეში იკვეთება სამოხელეო დანაშული, რომელზეც პასუხი არ არის გაცემული.

მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესზე ზაზა სარალიძე დაზარალებულის სტატუსით იკითხება. უფლებადამცველი აცხადებს, რომ დაზარალებული მხარე მზად არის ყველა კითხვას პასუხი გასცეს, რათა პროცესები სამართლიანად წარიმართოს და ყველა დამნაშავე პირი დაისაჯოს.

დღის ამბები