"რუსთავი 2-ის“ ყოფილ ფინანსურ დირექტორს, ბრალდებულ კახა დამენიას, აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო რამდენიმე წუთის წინ შეეფარდა. მოსამართლე ეკატერინე კულულაშვილმა გადაწყვეტილება რამდენი წუთის წინ გამოაცხადა.
დღესვე დაკმაყოფილდა გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა, რომლის მიხედვითაც, დამენიას აეკრძალა სახელმწიფო საზღვრის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე.
კახა დამენიას გამოძიება სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2-ის" კუთვნილი ქონებრივი უფლების დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში ედავება, რაც ჩადენილია შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურეობრივი მდგომარების გამოყენებით. კახა დამენიას წინასასამართლო სხდომა 30 სექტემბერს ჩაინიშნა.