20 ივნისის აქციის საქმეზე დაკავებული 7 პირიდან ერთ-ერთმა, სოსო ბაჯელიძემ, ბრალი სრულად აღიარა. სოსო ბაჯელიძის ადვოკატმა აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის შეცვლა 5 000 ლარიანი გირაოთი შეცვლა მოითხოვა. მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ბაჯელიძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
20 ივნისის აქციის დარბევის დროს დაკავებულების სასამართლო პროცესი ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. დაკავებულებს გამოძიება 225-ე მუხლს, ჯგუფურად ძალადობაში მონაწილეობას ედავება.