ჯანდაცვის მინისტრი მზადაა იმ დევნილებს შეხვდეს, რომლებმაც ღამე უწყების შენობაში გაათენეს.
ეკატერინე ტიკარაძე ოჯახების მოთხოვნებს მას შემდეგ მოისმენს, რაც შეერთებულ შტატებში ვიზიტს დაასრულებს და თბილისში დაბრუნდება. შეგახსენებთ, რომ დევნილები სამინისტროს შენობაში გუშინ შევიდნენ და თქვეს, რომ იქამდე არ დაიშლებიან, ვიდრე მინისტრს არ შეხვდებიან.