საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები იაპონიაში მიმდინარე, რიგით მე-9 მსოფლიო თასზე პირველ შეხვედრას დღეს გამართავს. ბორჯღალოსნების მეტოქე ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი "6 ერის" წლევანდელი გათამაშების გამარჯვებული უელსის ეროვნული ნაკრები იქნება.
მილტონ ჰეიგის გაწვრთნილი ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში ექვსი, ხოლო მარქაფაში 4 ისეთი მორაგბეა, რომელთაც მსოფლიო თასზე დებიუტი ექნებათ.
აღსანიშნავია, რომ ბორჯღალოსნების რიგებში მამუკა გორგოძე დაბრუნდა. საქართველოსა და უელსის სარაგბო დაპირისპირება თბილისის დროით 14 საათსა და 15 წუთზე დაიწყება.