18 ნოემბერი 2024,   01:32
ვრცლად
მეშახტეებისა და გენერალური დირექტორის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა


ტყიბულში მეშახტეებისა და "საქნახშირის" გენერალური დირექტორის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. შეხვედრიდან გამოსული მეშახტეების ინფორმაციით, მათ ჯამბულ ჯაყელი დაპირდათ, რომ ხელფასები თვის ბოლოს დაირიცხება, რაც მეშახტეებისთვის მიუღებელია, მეშახტეები დაპირებას არ ენდობიან და პროტესტს განაგრძობენ.

"არ გვჯერა ამ დაპირების, რამდენიმე დღის წინაც ასე გვითხრეს, მაგრამ უშედეგოდ. გვეუბნება, რომ მოლაპარაკება მიდის ხელისუფლებასთან, რასაც ვერ დაველოდებით, ამიტომ პროტესტი გრძელდება. დილიდან შევიკრიბებეთ. სკოლებში და ბაღებში არ გავუშვებთ ბავშვებს და ყველა შემოგვიერთდება"-გაანცხადეს მეშახტეებმა.

მათი თქმით, აქციას სოლიდარობას უცხადებს ჭიათურის მაღაროსა და ზესტაფონის "ფეროს" თანამშრომლებიც, ისინი ხვალ აქციას შეუერთდებიან. ჟურნალისტებთან კომენტარს არ აკეთებს "საქანხშირის" გენერალური დირექტორი.  საავარაუდოდ, ის შახტში მყოფ მეშახტეებსაც შეხვდება.  

ამ დრომდე შახტაში 30-მდე მეშახტე რჩება.

დღის ამბები