27 დეკემბერი 2024,   03:32
ვრცლად
დიმიტრი გაბუნია პროკურატურაში დღეს 11 საათზეა დაბარებული

სკანდალური შეწყალების საქმეზე მთავარ საგამოძიებო ორგანოში დაკითხვების სერია გრძელდება. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გამოკითხვაზე ამჯერად პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია დაიბარა. გაბუნია მთავარ საგამოძიებო უწყებაში დღეს 11 საათზეა დაბარებული.

შეგახსენებთ, რომ პროკურორებმა სკანდალური შეწყალების საქმესთან დაკავშირებით უკვე გამოჰკითხეს გიორგი ოთხმეზური და იოსებ ქოიავას მამა.

სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამოცემული შეწყალების აქტით მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამდენიმე პირი შეიწყალა, მათ შორის 22 წლის პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის, გიორგი ოთხმეზურის შვილის, დავით ოთხმეზურისა და სოსო ქოიავას მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები.

დღის ამბები