თბილისიდან აზერბაიჯანში გატაცებულმა ჟურნალისტმა აფგან მუხთარლიმ აზერბაიჯანის ციხეში ორდღიანი შიმშილობა ჯამრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო შეწყვიტა.
ინფორმაცია ჟურნალისტის მეუღლემ აფგან მუხთარლის ინტერესების დამცველისგან მიიღო. ლეილა მუსტაფაევას განცხადებით, შიმშილობის შეწყვეტა პატიმარს ციხის ადმინიტრაციამ სთხოვა.
მისი ინფორმაციით, აფგან მუხთარლი სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. აზერბაიჯანის კოლონიაში მყოფმა ჟურნალისტმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მას შემდეგ მიმართა, რაც სამარტოო საკანში გადაიყვანეს. აფგან მუხთარლი თბილისიდან 2017 წელს გაიტაცეს. მეორე დღეს კი აზერბაიჯანის ციხეში აღმოჩნდა.
გატაცების საქმეზე გამოძიება ქართულმა მხარემ მალევე დაიწყო, თუმცა ყველა შეკითხვა ამ დრომდე უპასუხოდ რჩება.