13 სექტემბერი 2026,   08:42
ვრცლად
პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს შოთა გეწაძეს მოუსმენენ

პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების მოსმენა დღესაც გაგრძელდება. ამჯერად, დეპუტატები და არასამთავრობო ორგანიზაციები მოსამართლე შოთა გეწაძეს მოუსმენენ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ კახიძე მოსამართლეების შერჩევის პროცესის მიმართ სკეპტიკურადაა განწყობილი. მიუხედავად ამისა, „ევროპული საქართველო“ გასაუბრების პროცესში ჩართულობას და მწვავე კითხვების დასმას აპირებს, რათა საზოგადოებამ  დაინახოს იმ სასამართლო კორპუსის სახე, რომელსაც, მისი თქმით, “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა  ივანიშვილი უზენაეს სასამართლოში გვთავაზობს.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი დარწმუნებულია, რომ პროცესი გამჭვირვალედ და ობიექტურად წარიმართება. ოხანაშვილი პროცესს „ისტორიულს“ უწოდებს, რადგან მასში, მისი თქმით, დაინტერესებულ პირთა ჩართულობა მაქსიმალურადაა უზრუნველყოფილი.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი 23 სექტემბერს დაიწყო. დეპუტატები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები უკვე გაესაუბრნენ მოსამართლეებს - თამარ ალანიას და მერაბ გაბინაშვილს.

დღის ამბები