18 ნოემბერი 2024,   01:58
ვრცლად
"მე სახელი და გვარი - ანგი ხუციშვილი არ დამისახელებია" - დიმიტრი გაბუნია

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დღეს პროკურატურაში შეწყალების სკანდალურ საქმესთან დაკავშირებით გამოკითხვაზე იმყოფებოდა. საგამოძიებო უწყებიდან გამოსულმა დიმიტრი გაბუნიამ ჟურნალისტების შეკითხვაზე, სიაზე პასუხისმგებელი იყო თუ არა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ანგი ხუციშვილი, განაცხადა, რომ მას კონკრეტული სახელი და გვარი არ დაუსახელებია, თუმცა სტრუქტურულად ეს საკითხი სწორედ მას ეხება:

„მე სახელი და გვარი - ანგი ხუციშვილი არ დამისახელებია. სტრუქტურულად ესეა, როდესაც დაისვა შეკითხვა, ახალს არაფერს არ ვიძახი, შეგიძლიათ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდიც ნახოთ, ვისი რომელი კომპეტენციაა,“- განაცხადა დიმიტრი გაბუნიამ.

დღის ამბები