18 ნოემბერი 2024,   01:59
ვრცლად
თესალონიკში დაკავებულ ქართველ ქალებზე საგარეო საქმეთა სამინისრტო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს თესალონიკში დაკავებულ ქართველ ქალებზე სპეციალურ განცხადებას, რომელსაც "კურიერი" უცვლელად გთავაზობთ:

"მიმდინარე წლის 23 სექტემბერს ქ. თესალონიკის პოლიციის უშიშროების დეპარტამენტის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილებამ დააკავა ორგანიზებულ დანაშაულში ეჭვმიტანილი ჯგუფის წევრები, რომლის შემადგენლობაში იყვნენ რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეები. არსებული ინფორმაციით, ჯგუფის წევრებს შორის არის საქართველოს სამი მოქალაქე, თუმცა პოლიციის ინფორმაციით, მათ ასევე გააჩნიათ საბერძნეთის მოქალაქეობაც. იმის გათვალისწინებით, რომ გამოძიება საწყის სტადიაშია და დგინდება მთელი რიგი გარემოებები, ბერძნული მხარე - გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე - უფრო დეტალურ ინფორმაციას ამ ეტაპზე არ გასცემს. შესაბამისად, დაზუსტებული ინფორმაცია - მათ შორის დაკავებულთა მოქალაქეობრივი კუთვნილების საკითხი - უახლოვეს პერიოდში დადგინდება,"-ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

უწყების ცნობით, თესალონიკში საქართველოს გენერალური საკონსულო კომუნიკაციაშია ადგილობრივ სამართალდამცავებთან. დაკავებულებს ამ დრომდე არ მოუთხოვიათ გენერალურ საკონსულოსთან დაკავშირება.

დღის ამბები