13 სექტემბერი 2026,   22:01
ვრცლად
დარღვევები შეწყალებების საქმეში - მოკლულის ოჯახებისთვის გადაწყვეტილების შესახებ არავის უცნობებია

პრეზიდენტის მიერ შეწყალებული პატიმრების საქმეში, რომელზეც პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი გამოიკვეთა. არსებული კანონმდებლობის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ შეწყალებულთა შორის მკვლელობაში მსჯავრდებულია - ადმინისტრაცია ვალდებულია, მოკლულის ოჯახს გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია წინასწარ მიაწოდოს. დავით ოთხმეზურისა და სოსო ქოიავას ოჯახების მტკიცებით, მათ მომხდარის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ მედიის საშუალებით შეიტყვეს.

მოკლული დავით ოთხმეზურის მამა "კურიერთან" საუბრისას აცხადებს, რომ მისი შვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებულის შეწყალების საკითხთან დაკავშირებით არავის გაუფრთხილებია. იგივეს ამტკიცებს მოკლული სოსო ქოიავას მამა თამაზ ქოიავა.

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამოცემული შეწყალების აქტით, მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამდენიმე პირი შეიწყალა, მათ შორის 22 წლის პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის, გიორგი ოთხმეზურის შვილის, დავით ოთხმეზურისა და სოსო ქოიავას მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები.

სკანდალური შეწყალების შემდეგ პროკურატურამ მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

ამავე თემაზე
დღის ამბები