13 სექტემბერი 2026,   08:43
ვრცლად
კანონით განსაზღვრა, 20 მოსამართლით შეივსება, ნახევარი თუ ათი, შეუძლებელია - უმრავლესობა ევროსაბჭოს ანგარიშზე 

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს, მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის შესახებ, უმრავლესობის წევრები ეხმაურებიან. "ქართული ოცნების" წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რეკომენდაციები და ხარვეზები, რომელზეც დასკვნაშია საუბარი, მათთვისაც ცნობილია. 

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი ცქიტიშვილი ვერ ასახელებს, დაინიშნება თუ არა 20-ვე კანდიდატი ვაკანტურ თანამდებობაზე.

"კანონით ამის განსაზღვრა, 20 შეივსება, ნახევარი თუ ათი, ეს შეუძლებელია. კითხვები ჩვენც გვაქვს, გასაუბრების პროცესში ვხედავთ, რომ ძალიან მკაცრი კითხვები ისმება. სამწუხაროდ, ვერ ვიტყოდი, რომ დამაკმაყოფილებელია, თუნდაც აქამდე წარმოდგენილი კანდიდატების პასუხები" - აცხადებს ცქიტიშვილი.

დასკვნას ეხმაურება იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი. წულუკიანის თქმით, ახლა მნიშვნელოვანია, შენარჩუნდეს პოზიტიური შედეგები და მომავლში  გაგრძელდეს რეფორმები. 

"გამოწვევა, რომელიც ახლა ჩვენ გვაქვს, არის ის, რომ ეს პოზიტიური შედეგები პირველ რიგში, შევინარჩუნოთ, რეფორმები გავაგრძელოთ და მივაღწიოთ იმას მომდევნო წლებში, რაც თითოეულ ჩვენგანს გვინდა, კომპეტენტური მოსამართლეები, კომპეტენციის მხრივ, რა თქმა უნდა, ჩვენ  გვყავს არა მხოლოდ მოქმედ მოსამართლეებში, არამედ იმ კანდიდატებში, ვისაც შეიძლება მომავალში სურდეს მოსამართლეობა როგორც კვალიფიციური ხალხი, ასევე ნაკლებად კვალიფიციურები. შესაბამისად, ეს რა თქმა უნდა, რჩება გამოწვევად და ეს უნდა დავინახოთ როგორც პროგრესის გზაზე განვითარების პროცესი"- აცხადებს თეა წულუკიანი. 

თანამომხსენებლებმა თბილისში ვიზიტის დასრულების შემდეგ ანგარიში გამოაქვეყნეს, სადაც მთავარ შენიშვნად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესში დაფიქსირებული ხარვეზებია.

ანგარიშში ნათქვამია, რომ მოსამართლეების კვალიფიკაცია და ინტერესთა აშკარა კონფლიქტი - ყველა ამ ხარვეზის გამოსწორების ერთადერთი გზა იქნებოდა, რომ ხელისუფლებას სრულად შეესრულებინა ვენეციის კომისიის რეკომენდაციები. 

 

 

 

 

 

 

 

 

დღის ამბები