13 სექტემბერი 2026,   05:53
ვრცლად
აღაიანში შვილის მკვლელობაში ბრალდებული დედის საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება

დღეს გორის რაიონული სასამართლო აღაიანში მომხდარ გახმაურებულ, საკუთარი შვილის მკვლელობაში ბრალდებულიი დედის საქმეზე განაჩენს გამოაცხადებს.
პროცესის დაწყებამდე დაცვის მხარე კომენტარს არ აკეთებს. დაზარალებული ოჯახის ახლობლები კი განსასჯელისთვის სასჯელის უმაღლესი ზომის გამოყენებას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი განაჩენის გაპროტესტებას პარლამენტის წინ გეგმავენ.

გამოძიება უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, რომ სასამართლო მსჯელობს არასრულწლოვანი დედის საქმეზე, რომელსაც ბრალად საკუთარი მცირეწლოვანი შვილის მკვლელობა ედება.

დღის ამბები