საკანონმდებლო ორგანოში უკვე მეოთხე დღეა უვადო მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა მიმდინარეობს.
დეპუტატების შეკითხვებს დღეს მოსამართლეობის კანდიდატთან ერთ-ერთი საქმის ვიდეო მტკიცებულებაც დაემატა.
კანდიდატ მირანდა ირემაძისთვის, რთული აღმოჩნდა მის მიერ განხილული საქმეების გახსენება. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ თავი იმით იმართლა, რომ არქივი ქალაქგარეთ არის და საქმეების გადახედვა პარლამენტში მისვლამდე ვერ მოასწრო.
ყველაზე მწვავე კითხვები ყოფილი და მოქმედი ხელისუფლების მიმართ მისი დამოკიდებულების შესახებ იყო, თუმცა კანდიდატმა ამ ტიპის შეკითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვა.
შეკითხვები დაისვა უმრავლესობის მხრიდანაც. მმართველი გუნდი ზოგადი თემებით შემოიფარგლა.
მირანდა ერემაძის მოსმენა პარლამენტში დღეს დასრულდა. დეპუტატების ნაწილმა მას სხდომაზევე განუცხადა, რომ მხარს არ დაუჭერს. იურიდიული კომიტეტი ხვალ კიდევ ერთ კანდიდატს - გენერალური პროკურორის მოქმედ მოადგილეს მამუკა ვასაძეს მოუსმენს.